რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანი - გადაწყვეტილება ძალაში შევა 2026 წლის 31 მარტიდან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ამჟამინდელი მდივანი, კრისტი ნოემი, რომელიც ერთგულად გვმსახურობდა და უამრავი შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა (განსაკუთრებით საზღვარზე!), დაიკავებს სპეციალური წარმომადგენლის პოსტს პროექტში „ამერიკის ფარი“. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ახალი ინიციატივა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც შაბათს, ფლორიდის შტატში, დორალში გამოვაცხადებთ. მადლობას ვუხდი კრისტის გაწეული სამსახურისთვის შიდა უსაფრთხოებისსფეროში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.