„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე, შესაძლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა ჩაანაცვლოს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ახალი მრჩევლის დანიშვნას ექვსი თვის განმავლობაში აპირებს. მისი თქმით, შესაძლოა, ეს მილერი იყოს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მილერი ირიბად უკვე იკავებს უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობას. ტრამპის აზრით, მილერი „ძალიან ძვირფასი ადამიანია“.
ცნობისთვის, ტრამპმა უოლცი დაკავებული თანამდებობიდან 1 მაისს გაათავისუფლა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის ყოფილ მრჩეველს გაეროში აშშ-ის ელჩად მუშაობა შესთავაზა.