„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ნიუ-იორკში, ქართველების მიერ დაარსებულ ცნობილ ტექნო კლუბ BASEMENT-ში ფილმ Babygirl-ის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდია გადაღებული. ფილმი 2024 წელს ჰალინა რეინის რეჟისორობით გამოვიდა, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანთან ერთად ჰარის დიკინსონი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.
ბრუკლინის ინდუსტრიულ სივრცეში მდებარე კლუბ BASEMENT-ში ნიკოლ კიდმანის პერსონაჟი ახალგაზრდა თანამშრომელს, სამუელს (ჰარის დიკინსონს) კლუბის ხმაურიან გარემოში ხვდება, ფონად კი Yellow Claw, Natte Visstick და RHYME-ის სიმღერა CRUSH ჟღერს.
გადაღებების დროს გავრცელებულ ვიდეოში ნიკოლ კიდმანი ამბობს: „ძალიან მომეწონა, თავისუფლების განცდა დამეუფლა… მინდა ამ კლუბში ისევ დავბრუნდე.“
@a24 “I want to go back to that rave now.” Nicole Kidman, Harris Dickinson and Halina Reijn take you behind the scenes and straight to the dance floor in #Babygirl ♬ original sound - A24
ცნობისთვის, BASEMENT ნიუ-იორკში, Knockdown Center-ის შენობაში 2019 წელს გაიხსნა და მალევე იქცა კლუბური და ტექნო მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად. ბილბორდ საქართველომ კლუბ BASEMENT-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან 2023 წელს ინტერვიუ ჩაწერა, რომლის შესახებაც სტატიას სრულად შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
კლუბ BASEMENT-ში გადაღებული სცენა Babygirl-ის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია, საიდანაც მთავარი პერსონაჟების ურთიერთობა იწყება.
ფილმი Babygirl ვნებით სავსე ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ნიკოლ კიდმანის გმირი თავგადასავლების მაძიებელი, დამოუკიდებელი ქალის როლს ასრულებს. ეს არის ფილმი ძალაუფლების, ასაკობრივი ბარიერის და თვითშემეცნების შესახებ, სადაც პირადი ინტერესები საზოგადოებრივ ნორმებთან იკვეთება.
ნახეთ BASMENT-ში გადაღებული ფილმის, Babygirl-ის ეპიზოდი:
@a24 Wishing you a very Babygirl NYE. Now playing in theaters everywhere.
♬ original sound - A24