1757870206
ტრამპი კუბელი არალეგალი მიგრანტის მიერ დალასში ჩადენილ მკვლელობას ეხმაურება

დონალდ ტრამპი დალასში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ კუბელმა არალეგალმა მიგრანტმა დალასში ადამიანი ოჯახის თვალწინ მოკლა.
მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი. მკვლელმა მსხვერპლს თავი მოკვეთა. ტრამპის ინფორმაციით, მკვლელი წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული, თუმცა ბაიდენის არაკომპეტენტურმა ადმინისტრაციამ მას ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა.