ვატიკანში პირველი პოპ-კონცერტი გაიმართა

ვატიკანი

 12 და 13 სექტემბერს ვატიკანში „ადამიანური ძმობის“ სამიტი გაიმართა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ჩასულმა მოაზროვნეებმა, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება დიდი შოუთი დასრულდა - წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში პირველი პოპ-კონცერტი გაიმართა, სახელწოდებით Grace for the World („მადლი მსოფლიოს“).

შოუს ჰედლაინერი ამერიკელი მუსიკოსი ფარელ უილიამსი გახდა, რომელმაც კონცერტის ორგანიზაციაც შეითავსა. მან თავისი ცნობილი ჰიტი Happy შეასრულა. კონცერტში ასევე მიიღეს მონაწილეობა: ჯონ ლეჯენდმა, ანდრეა ბოჩელიმ, ტედი სვიმსმა, Karol G-მ, Got7-მა, ჯენიფერ ჰადსონმა, ჯელი როლმა, დუეტმა Clipse.