1784063331
ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.
პრეზიდენტის თქმით, ირანის რესურსები და საბრძოლო შესაძლებლობები საგრძნობლად არის შემცირებული.
„მათ [ირანს] ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული საბრძოლო ძალა დარჩენილი, თუმცა ძალიან მცირე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.








