ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები ძალიან მალე შედგება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Post-ს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას პაკისტანში „ძალიან მალე“ ელოდება - თუმცა, უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მათ არ დაესწროს.

„იქნებიან სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, ჯეი დი - შეიძლება ჯეი დიც, არ ვიცი. აქ უსაფრთხოების საკითხი დგას“, - განაცხადა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში.

ტრამპმა აღნიშნა, რომ პირისპირ მოლაპარაკებები „ძალიან მალე, ფაქტობრივად - ძალიან მალე შედგება“.