გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ თეირანისთვის გადამწყვეტი დრო დადგა, როცა ირანის ხელისუფლებამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს და ბირთვულ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ირანის ისტორიაში, და იმედი მაქვს, რომ ისინი სწორად მოიქცევიან. მსურს ვიხილო ძლიერი სამშვიდობო შეთანხმება. გვინდა ირანი იყოს წარმატებული ქვეყანა. არ გვსურს გავაკეთოთ რაიმე, რაც ხელს შეუშლის ამას, მაგრამ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. თუ ისინი გადაწყვეტენ სხვა გზით წასვლას, ეს იქნება ძალიან სამწუხარო“, - თქვა ტრამპმა.