ტრამპი: ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ პროტესტი - დახმარება გზაშია

ტრამპი

ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ კონტროლი თქვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი ძალიან დიდ ფასს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.