პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772034266
ძალიან მეამაყება იმის თქმა, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში მოხდა რელიგიის, რწმენის, ქრისტიანობისა და ღმერთისადმი რწმენის უდიდესი აღორძინება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ძალიან მეამაყება იმის თქმა, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში - როგორც პირველი ოთხი წლის განმავლობაში, ისე განსაკუთრებით ამ ბოლო წელს - მოხდა რელიგიის, რწმენის, ქრისტიანობისა და ღმერთისადმი რწმენის უდიდესი აღორძინება. უდიდესი აღორძინება. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს დიდ მეგობარს, ჩარლი კირკს. შესანიშნავი პიროვნება, დიდებული ადამიანი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ გვიყვარს რელიგია და გვიყვარს მისი დაბრუნება; ის კი ისეთი მასშტაბით ბრუნდება, რაც წარმოუდგენელიც კი იყო. ამის დანახვა მართლაც მშვენიერია“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.