პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772034266
გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ „ამერიკის გადარჩენის აქტს“, რათა არალეგალ მიგრანტებსა და სხვა პირებს, რომელთაც ამის უფლება არ აქვთ, ჩვენს ამერიკულ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა აღვუკვეთოთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენს არჩევნებში თაღლითობა ფართოდ არის გავრცელებული. ის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ყველაფერი ძალიან მარტივია: ყველა ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს ამომრჩევლის პირადობის მოწმობა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„ყველა ამომრჩეველმა ხმის მისაცემად უნდა წარადგინოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი. და აღარანაირი გაყალბებული ფოსტით ხმის მიცემა, გარდა ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სამხედრო სამსახურის ან მგზავრობის შემთხვევებისა. არანაირი სხვა გამონაკლისი. ეს მარტივი გადასაწყვეტი უნდა იყოს და, სხვათა შორის, გამოკითხვების მიხედვით, ამას მხარს უჭერს 89 პროცენტი, „დემოკრატების“ ჩათვლით - 89 პროცენტი“, - დასძინა მან.