1757870206
ტრამპი: ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს - ურთიერთობა კვლავაც ძალიან ძლიერია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები „ძალიან კარგად“ მიმდინარეობს.
„აშშ-სა და ჩინეთს შორის ევროპაში გამართული დიდი სავაჭრო შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა! ის მალე დასრულდება. ასევე მიღწეული იყო შეთანხმება „გარკვეულ“ კომპანიაზე [TikTok], რომლის გადარჩენაც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს ძალიან უნდოდათ. ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან! პარასკევს პრეზიდენტ სის დაველაპარაკები. ურთიერთობა კვლავაც ძალიან ძლიერია!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.