ტრამპი: ახლა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ირანთან დაკავშირებით, თუ შესაძლებელია, მირჩევნია, არ გავანადგურო ქვეყნის დანარჩენი ნაწილი, მაგრამ შესაძლოა, მომიწიოს ამის გაკეთება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ვაშინგტონის თანხმობის გარეშე თავის ბირთვულ პროგრამას არ გააგრძელებს.

„ისინი ჩვენი თანხმობის გარეშე არაფერს აკეთებენ. გახსოვთ, როცა გითხარით, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი?“ – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, პირადად ნახა თუ არა ვაშინგტონისა და თეირანის მოლაპარაკებების შემდეგი წინადადებები, რომელიც კატარის შუამავლობით მიმდინარეობს, აშშ-ის პრეზიდენტმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ დაუშვებს ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მისი თქმით, თუ ამის შესაძლებლობა ექნება, ურჩევნია რომ ირანი მთლიანად არ გაანადგუროს.

„მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მათ ეს იციან, მეც ვიცი. ახლა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ირანთან დაკავშირებით. შესაძლებელი თუ არის, მირჩევნია, არ გავანადგურო ქვეყნის დანარჩენი ნაწილი, მაგრამ შესაძლოა, მომიწიოს ამის გაკეთება. მალე გაიგებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მათ შორის არსებული უთანხმოებების შემცირებას, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ასევე დაადასტურა, რომ ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შესაძლო შეთანხმებები განიხილება, ხოლო კატარისა და პაკისტანის შუამავლები კონსულტაციებს აგრძელებენ.

✕