ტრაგედიით დასრულებული ექსპედიცია - მალდივებზე დაივინგის დროს 5 იტალიელი დაიღუპა

დაივინგი

მალდივებზე დაივინგის დროს დროს ხუთი იტალიელი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც უცხოური მედია წერს, მყვინთავები, სავარაუდოდ, 50 მეტრის (164 ფუტი) სიღრმეზე გამოქვაბულების შესწავლის მცდელობისას დაიღუპნენ.

„ლოკაციაზე სპეციალური აღჭურვილობით მყვინთავები გაგზავნეს, სამძებრო ოპერაცია ძალიან მაღალი რისკის შემცველად შეაფასეს“, - წერს მედიასაშუალება.

დაღუპულებს შორის საზღვაო ბიოლოგიის პროფესორი, მისი ქალიშვილი და ორი ახალგაზრდა მკვლევარია.