ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში: მიგრანტების ნავი ჩაიძირა, ნაპოვნია 10 ცხედარი

მიგრანტების გემი

 მალტასთან მიგრანტების გემი ჩაიძირა. შემთხვევას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნავს  60-მდე ადამიანი გადაჰყავდა. იტალიურმა საპატრულო გემმა  10 ადამიანის ცხედარი იპოვა. ტერიტორიაზე არსებულმა თევზასაჭერმა გემმა 48 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის ეს მარშრუტი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლება. მიმდინარე წელს ამ გზის გადალახვისას 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა