1784020802
„ტიტანიკის“ ჩაძირვა, 14 წლით ადრე, დეტალურად აღწერეს - წინასწარმეტყველება, თუ დამთხვევა
უბრალო ნაწარმოების სიუჟეტი, რომელიც წლების მერე, აბსოლუტური სიზუსტით განმეორდა. 1898 წელს, ტიტანიკის ტრაგედიამდე 14 წლით ადრე, ამერიკელი მწერალი, მორგან რობერტსონი მაგიდას მიუჯდა და რომანი, სახელწოდებით „უშედეგობა, ან ტიტანის ჩაძირვა“ დაწერა. წიგნი მდიდრული, გიგანტური სამგზავრო ლაინერის, „ტიტანის“ ისტორიაზე გვიყვებოდა. ის იმდენად სრულყოფილად იყო აგებული, რომ ბევრი მის ჩაძირვას წარმოუდგენლად მიიჩნევდა.
აპრილის ერთ-ერთ ცივ ღამეს, „ატლანტიკის ოკეანეში“ მყოფი „ტიტანი“ მოულოდნელად აისბერგს ეჯახება. დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ გემი ჩაძირვას იწყებს... ეკიპაჟი და მგზავრები პანიკაში არიან - ამას კიდევ ერთი, ყველაზე საშინელი ფაქტი ემატება - „ტიტანზე“ საკმარისი სამაშველო ნავები არ არის, ამიტომ ტრაგედიას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
თავიდან ეს, უბრალოდ, მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი იყო, - მანამდე, ვიდრე, 14 წლის შემდეგ, 1912 წელს რეალობად არ იქცა. წარმოუდგენელი დამთხვევაა, მაგრამ მაშინაც აპრილი იყო, ატლანტიკის ოკეანის ტალღებს მსოფლიოს უდიდესი სამგზავრო ლაინერი, „ტიტანიკი“ მიაპობდა. გემი, რომლის ჩაძირვასაც ვერავინ წარმოიდგენდა, აისბერგს შეეჯახა. რამდენიმე საათში კი, ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდა. უცნაური დამთხვევით, არც მასზე იყო მგზავრთა გადასარჩენად საკმარისი სამაშველო გემები.
იყო ეს წინასწარმეტყველება, თუ, უბრალოდ, ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი დამთხვევა - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი დღემდე არ არსებობს.
15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1784056740










