The Wall Street Journal: ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

 ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად ემზადება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ალექს უორდი სოციალურ ქსე X-ში ავრცელებს.

„ტრამპი ირანის მიწაზე ამერიკული ჯარის შესაყვანად ემზადება, მაგრამ ამას ჯერ ვერ ბედავს ნაწილობრივ იმის გამო, რომ აღნიშნულმა, შესაძლოა, მის მიზნებს, რომელიც კონფლიქტის სწრაფ დასრულებას გულისხმობს, ავნოს“, - წერს კორესპონდენტი.

მისი განმარტებით, ომის დასრულება მხოლოდ ტრამპზე არ არის დამოკიდებული.

„გარიგების ან სამხედრო გამარჯვების გარეშე ტრამპი მომავალში ჩაკეტილი [ჰორმუზის] სრუტის ფაქტის წინაშე აღმოჩნდება“, - დასძინა უორდმა.