The Time: მოჯთაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაში ყუმში იმყოფება და ირანს ვერ მართავს

მოჯთაბა ხამენეი

 ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ქალაქ ყუმში იმყოფება და მძიმე დაავადებას მკურნალობს. ინფორმაციას The Time-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაზვერვის ინფორმაციით, ხამენეის მდგომარეობა მძიმეა და ის ქვეყანას ვერ მართავს.

„მოჯთაბა ხამენეი მკურნალობას ყუმში გადის. ის მძიმე მდგომარეობაშია და რეჟიმის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს“, - ციტირებს გამოცემა დიპლომატიურ წერილს, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ისა და ისრაელის სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ომის დაწყების შემდეგ მოჯთაბა ხამენეის ადგილმდებარეობა ცნობილი გახდა.