საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ქვეყნის ლიდერების ვიზიტები მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა.

„საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც, თუ რა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ქვეყნის ლიდერების მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები შუა დერეფნის კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე მიზანმიმართულად არ საუბრობენ.

„ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს გამოყენება აღნიშნულ დერეფანზე სასურველია. ის, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისაქართველოს როლს ამ კუთხით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში შანტაჟი, შეურაცხყოფა დამუქარა მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. ვიცით, ამის მიზეზიც - არ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის, ამიტომაც აქვთ აგრესიული დამოკიდებულება საქართველოსადმი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.