The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

ესპანეთი

იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

რომის განცხადებით, ქვეყანა სასაზღვრო კონტროლსაც გაამკაცრებს, რაც საფრანგეთის მიერ პარასკევს დილით გადადგმული ანალოგიური ნაბიჯის გაგრძელებაა.

ახალი მიგრაციული კრიზისის შიშით, ევროპელმა ლიდერებმა შენგენის ზონიდან ესპანეთის დროებითი გარიცხვა მოითხოვეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ესპანელმა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს შეეკავებინათ ახალგაზრდა მამაკაცებისა და ოჯახების მოზღვავებული ნაკადი, რომლებიც მაროკოს მხრიდან საზღვარზე ცურვით, ცოცვითა თუ ძალისმიერი მეთოდებით გადმოდიოდნენ.