The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

ტრამპი

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian.

შეკითხვაზე - იყო თუ არა იგი მზად, კიევისთვის Patriot-ის სისტემების ადგილობრივად წარმოების ლიცენზია მიენიჭებინა, რისი იდეაც მან თურქეთში გამართულ ნატოს სამიტზე გააჟღერა და რაც უკრაინის პრეზიდენტმა სამშაბათს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე პროდუქტიულ თემად შეაფასა - ტრამპმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.

„ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ“, - განაცხადა მან. „ამ საკითხზე ვმსჯელობთ, თუმცა ამ ტიპის ტექნოლოგიის გაცემა ადვილი ამბავი არ არის“.

მან დასძინა, რომ იარაღის გადაცემას თავისი რისკებიც ახლავს: „ისინი, შესაძლოა, უეცრად შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ. ხომ იცით, ეს სრულიად შესაძლებელია“.