მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხის ჩინეთთან სავაჭრო ინსტრუმენტად გამოყენებით, პრეზიდენტმა ტრამპმა საჩუქარი მიართვა ჩინეთის ლიდერს ტაივანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრის ძალისხმევაში, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times სტატიაში სათაურით „ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის“.
ორშაბათს, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოიყენა დონალდ ტრამპის კომენტარები, რათა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ტაივანისთვის გაეგზავნა გზავნილი - „აშშ-ის იმედი არ უნდა ჰქონდეთ ტაივანის დასაცავად“.
ტაივანის პრეზიდენტს, ლაი ცინგტეს, რომელიც ხშირად ხდება პეკინის მწვავე თავდასხმების სამიზნე, და მის „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ აღარ შეუძლიათ აშშ-ის მხრიდან „უპირობო ინდულგენციის“ იმედი ჰქონდეთ - წერს ჩინური გაზეთი Global Times ჩინელ მკვლევარზე დაყრდნობით.
„უსაფრთხოების ყიდვა სამხედრო შესყიდვებით შეუძლებელია; თუ პაიკი გახდები, ბოლომდე გამოგწურავენ“, - განაცხადა ორშაბათს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ძიან ბინმა ტაივანის მისამართით.
ამერიკის პრეზიდენტის კომენტარები გასულ უქმეებზე გავრცელდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პარასკევს პეკინში სი ძინპინთან სამიტი დაასრულა და ქვეყანა დატოვა.
მან განაცხადა, რომ დროებით აჩერებდა გადაწყვეტილებას ტაივანისთვის დაახლოებით 14 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის გადაცემის შესახებ და ეს საკითხი აღწერა, როგორც „ძალიან კარგი სავაჭრო ინსტრუმენტი“, რომელიც შესაძლოა პეკინთან მოლაპარაკებებში იყოს გამოყენებული.
პეკინის ოფიციალური პოზიციაა, რომ ტაივანის საკითხი შიდა საქმეა და აშშ-ის მიერ კუნძულისთვის იარაღის ნებისმიერი შემდგომი მიყიდვა მიუღებელია.
გარკვეულწილად, პეკინმა უკვე ნახა სარგებელი დონალდ ტრამპის ამ გამბიტიდან.
ტრამპის განცხადება მიანიშნებდა იმაზე, რომ მან ნაწილობრივ გაიზიარა ჩინეთის მიერ შექმნილი ნარატივი, თითქოს პრეზიდენტი ლაი არის საშიში სეპარატისტი, რომელიც აშშ-ის ომში ჩათრევას ცდილობს.
ტრამპმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ისიც, შეძლებდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ომის შემთხვევაში ტაივანის წარმატებით დაცვას. „მე არ მინდა, რომ ვინმემ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და ჩვენ, იცით, 9 500 მილის გავლა მოგვიწიოს ომში საბრძოლველად“, - განაცხადა მან.