რა თქვა ხატია წერეთელმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
1771601634
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-თან მოლაპარაკებების დროს აცხადებენ, რომ მზად არიან ბირთვული მასალების წარმოება ათწლეულობით შეაჩერონ, მაგრამ უარს ამბობენ იმაზე, რასაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული მასალების გამდიდრებას უწოდებენ. სტატიას ამ შინაარსით The New York Times ავრცელებს.
„მოლაპარაკებებში ჩახედული ორი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანელები აცხადებენ, რომ მზად არიან ბირთვული მასალების წარმოება ათწლეულობით შეაჩერონ, მაგრამ უარს ამბობენ იმაზე, რასაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული მასალების გამდიდრებას უწოდებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემის ცნობით, უკანასკნელ მოლაპარაკებებზე, რომელიც სამშაბათს ჟენევაში გაიმართა, აშშ-ის ორმა მომლაპარაკებელმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოითხოვეს, რომ ირანმა ურანის გამდიდრებაზე უარი სამუდამოდ თქვას.
The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოლაპარაკებების თამასა ძალიან მაღლა აქვს აწეული. მან უნდა აჩვენოს, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც ირანთან უახლოეს მომავალში მიაღწევს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ეს მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას დროს იყო.
ახლა ის დიპლომატიურ ჩიხშია შესული, წერს გამოცემა. ტრამპზე ზეწოლას ახდენენ. მან უნდა აჩვენოს, რომ ნებისმიერი ახალი გარიგება 2015 წელს გაფორმებულ შეთანხმებას სცდება, მაგრამ ირანელები წინააღმდეგობას უწევენ და მათ, შესაძლოა, კომპრომისის მოსაძებნად დრო არ ეყოთ.