რა თქვა ხატია წერეთელმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
1771601634
ვროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეზღუდვების მე-20 პაკეტი, შესაძლოა, უკვე ორშაბათს, იყოს მიღებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian.
„მომავალ ორშაბათს ჩვენ ვგეგმავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას. სანქციები მუშაობს. ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ რუსეთის ეკონომიკას და თითოეული ახალი ზომა კიდევ უფრო ზღუდავს მის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი. მოსკოვი არ არის დაუძლეველი. მისი არმია რეკორდულ დანაკარგებს განიცდის, ეკონომიკა კი ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ფოკუსირებულია ენერგეტიკულ სექტორზე, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობაზე. მან კიდევ უფრო უნდა შეამციროს მოსკოვის შემოსავლები ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან.