კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1791829613
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა პირობა დადო, რომ ევროპაში გაერთიანებული სამეფოს სამომავლო როლთან დაკავშირებით „სერიოზული დიალოგი“ დაიწყება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ბერნემის თქმით, ევროკავშირთან არსებული ურთიერთობა „საკმარისი არ არის“. ბერნემმა მომავალ თვეში ბრიუსელში გასამართი სამიტი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ შესაძლო პირველ ნაბიჯად წარმოაჩინა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან გრძელვადიან ურთიერთობებს „მკაფიო და რაციონალური ხედვით“ უნდა შეხედოს, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და გააკონტროლოს იმიგრაცია. მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად „ლეიბორისტული პარტიის“ ამჟამინდელი წითელი ხაზების გადახედვაც იქნება საჭირო.
ურთიერთობების გადატვირთვის მორიგი სამიტი 20 ნოემბერს გაიმართება, რითაც რამდენიმეთვიანი გაურკვევლობა დასრულდება. მხარეები შეთანხმებების გაფორმებას გეგმავენ სურსათითა და სასმელებით ვაჭრობის, ახალგაზრდების მობილობისა და ემისიებით ვაჭრობის საკითხებზე. ბერნემს იმედი აქვს, რომ ეს შეთანხმებები ბრიტანეთის ეკონომიკას წელიწადში 10 მილიარდი ფუნტით გააძლიერებს.
ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამ სამ მნიშვნელოვან, თუმცა შეზღუდულ საკითხზე შეთანხმება მხარეების კეთილსინდისიერების ერთგვარი გამოცდა უნდა იყოს. მისი თქმით, ამის შემდეგ ორივე მხარე შეძლებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების „რეალურ გადატვირთვაზე“ იმუშაოს.
ამასთან, დიდი ბრიტანეთი მზად არის, შესაძლო უთანხმოებას დაუპირისპირდეს ევროკავშირის პროტექციონისტული სავაჭრო წესების გამო, რომლებიც „დამზადებულია ევროპაში“ პრინციპით უნდა მოქმედებდეს. ინდუსტრიაში არსებობს შიში, რომ ამ წესებმა შესაძლოა, ბრიტანელი მწარმოებლები ბაზრიდან გარიყოს. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის კოლეგებთან შეშფოთებას გამოთქვამს.
ბერნემს ასევე მოუწია განმარტების გაკეთება, რომ მას არ მიაჩნია, თითქოს რუსეთის ჩარევამ 2016 წლის „ბრექსიტის“ კამპანიაში საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა. განმარტება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მან შაბათ-კვირას გაკეთებული განცხადებებით რეფერენდუმის შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.