თეირანში მთავრობის მხარდასაჭერად და აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თეირანი

თეირანის ქუჩებში მთავრობის მხარდასაჭერად და აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ირანის მოქალაქეები აპროტესტებენ დონალდ ტრამპის განცხადებას ჰორმუზის სრუტის ბლოკადასთან დაკავშირებით.

„როიტერთან“ საუბრისას მოქალაქეების ნაწილი აღნიშნავს, რომ აშშ-მა უკვე მიაღწია უიმედობისა და სასოწარკვეთილების წერტილს, რადგან ვერ შეძლო ირანის შესაძლებლობების განადგურება.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, დონალდ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, აშშ-მა დაიწყო ჰორმუზის სრუტეში შემავალი და გამომავალი ყველა გემის ბლოკადა.