მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას
1783109400
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ისლამური რესპუბლიკა.
მან აგრეთვე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტესთან სამხედრო ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ.
“ჰორმუზის სრუტე არ არის არარეგიონული ძალების სამხედრო დემონსტრაციის ადგილი. ირანი, როგორც პასუხისმგებელი ძალა და ამ სრუტის უსაფრთხოების გარანტი აფრთხილებს ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სამხედრო გადაადგილებისგან აღნიშნულ წყლებში. ჰორმუზის უსაფრთხოება ეკისრება მის სანაპიროზე განლაგებულ სახელმწიფოებს; კრიზისის შემქმნელები პასუხს აგებენ თავიანთი ავანტიურისტული ქმედებების შედეგებზე. ეს არის სერიოზული გაფრთხილება”, - დაწერა ღარიბაბადიმ.
ცნობისთვის, დღეს საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ორივე ქვეყანა მზადაა შექმნას მრავალეროვნული სამხედრო მისია, რათა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობა უზრუნველყოს.