გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1760278699
„თალიბანის“ ცნობით, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა.
ავღანეთის მთავრობის პრეს-სპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, მსხვერპლია „თალიბების“ მხარესაც. დაიღუპა 9 ავღანელი ჯარისკაცი და დაიჭრა16.
„თალიბანის“ პრესსპიკერის ინფორმაციით, ოპერაცია შუაღამისას კატარისა და საუდის არაბეთის მოთხოვნით შეწყდა.
ავღანეთსა და პაკისტანს შორის საბრძოლო მოქმედებები 11 ოქტომბერს დაიწყო. „თალიბანმა“ დაადასტურა, რომ პაკისტანელ ჯარისკაცებს შეუტია და ამას „საპასუხო ოპერაცია“ უწოდა. ორი დღით ადრე, „თალიბებმა“ ისლამაბადი ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშების განხორციელებაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, ისლამაბადმა ქაბულს მოუწოდა, „შეწყვიტოს პაკისტანელი თალიბების შეფარება თავის ტერიტორიაზე“.