1692302192
ამირან სალუქვაძე - ევროკომისიამ 2026-2030 წლების ლგბტქ+-ის თანასწორობის სტრატეგია მიიღო, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს შეიმუშაონ თვითგამორკვევის შედეგად დადგენილი "გენდერის" ცნობის იურიდიული პროცედურები-მერე იტყვიან ლგბტ პროპაგანდის კანონის აკრძალვას არავინ ითხოვსო. ოპოზიციის წასახალისებლად გეტყვიან არ ვითხოვთ აკრძალვასო, მაგრამ ამ სტრატეგიის თანახმად სქესის თვითგამორკვევას და სხვა ნორმებს მოგთხოვენ

“იმედმა პოსტი დადო და კომენტარებით შეუვარდნენ, ეს თქვენი ფანტაზია არისო. პროპაგანდააო. არადა, ევროკომისიამ 2026-2030 წლების თვითიდენტიფიცირების და ლგბტქ+-ის თანასწორობის სტრატეგია მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გააფრთხილეს, რათა ამ პოლიტიკის წინააღმდეგ არ წავიდნენ” - წერს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
მისი თქმით, ბევრგან წერენ, რომ არის მოწოდება არ იყოს ასაკობრივი შეზღუდვები.
“იმედმა ეს პოსტი დადო და უნდა ნახოთ როგორი კომენტარებით შეუვარდნენ?!
ეს თქვენი ფანტაზია არისო. პროპაგანდააო. როგორ არ გრცხვენიათ სიცრუეს რომ ავრცელებთო?!
არადა, ევროკომისიამ 2026-2030 წლების თვითიდენტიფიცირების და ლგბტქ+-ის თანასწორობის სტრატეგია მიიღო, რომელიც ევროკომისარმა ჰაჯა ლაბიბმა წარადგინა ("Comission adopts LGBTQ+ equality strategy for 2026-30").
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გააფრთხილეს, რათა ამ პოლიტიკის წინააღმდეგ არ წავიდნენ.
კომისიას მოუწოდებს წევრ ქვეყნებს შეიმუშაონ თვითგამორკვევის შედეგად დადგენილი "გენდერის" ცნობის იურიდიული პროცედურები.
ბევრგან წერენ, რომ არის მოწოდება არ იყოს ასაკობრივი შეზღუდვები.
მერე იტყვიან ლგბტ პროპაგანდის კანონის აკრძალვას არავინ ითხოვსო ან კანონი არაფერ შუაშიაო.დღეს ოპოზიციის წასახალისებლად გეტყვიან არ ვითხოვთ აკრძალვასო, მაგრამ ამ სტრატეგიის თანახმად სქესის თვითგამორკვევას და სხვა ნირმებს მოგთხოვენ. ეს დასაწყისია. ეს ის ევროპაა?!”- წერს სალუქვაძე.