„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1779048241
ტაივანმა აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინ ჩია-ლუნგმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს, რათა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ტაივანში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, ასევე დადასტურებისთვის, რომ ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელია.
ამასთან, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის სამხედრო ძალები ტაივანის გარშემო ოპერირებას აგრძელებენ.
„ეს აჩვენებს, რომ პეკინი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.