მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
ტაილანდში ქალმა სიცოცხლის ნიშნები კრემაციამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოავლინა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
ფინიჯ სოპაჯორნი, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა, გარდაცვლილად 2019 წლის 20 ოქტომბერს გამოაცხადეს, რის შემდეგაც ოჯახმა დაკრძალვისთვის მზადება დაიწყო. სამი დღის განმავლობაში 70 წლის ქალი ბუდისტურ ტაძარში, მიცვალებულთა სასახლეში იწვა.
კრემაციის დაწყებამდე მის მეუღლეს ტავინ სოპაჯორნს ტრადიციულად ცხედარი უნდა დაებანა, როდესაც მან შეამჩნია, რომ მეუღლის ცხედარი გაყინული არაა. გარდა ამისა, მან დაინახა, რომ მისი მეუღლე სუნთქავს, რის შემდეგაც ქალი ტაძრიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია, არა მგონია, რომ ის გამოჯანმრთელდება. თუმცა ის ცოცხალია და მისი გარდაცვალების დრო ჯერ არ დამდგარა“, - ამბობს ტავინ სოპაჯორნი.