ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა
1787643828
ტაიფუნ „ნარას“ შედეგად გამოწვეული მასშტაბური წყალდიდობის გამო ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ათობით დასახლება დაიტბორა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.
მედიის ცნობით, ჩინეთის გუანსის რეგიონში, ხელისუფლებამ 15 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუაცია განახორციელა მას შემდეგ, რაც წყლის დონემ 2008 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო ჩინეთში საერთო ჯამში 54 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ კიდევ ერთი შტორმი „საუდელი“ იაპონიასა და ტაივანს მიემართება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმები და ქარიშხალი. მათივე თქმით, „საუდელი“ იაპონიისა და ტაივანის შემდეგ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პროვინცია ფუჯიანის სანაპიროსკენ გადაინაცვლებს.