სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული - „თუ ორივე მხარეს სურს ამ საკითხის მოგვარება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ უიტკოფმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამ პროცესის დასაწყისში გაურკვევლობა იყო, ხშირად ვგეგმავდი მოსკოვში მოგზაურობას. ვფიქრობ, იქ წასვლა საკმარისად მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა უიტკოფმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საღამოს ესაუბრა უკრაინის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.

“სხვათა შორის, ისინი წარმოუდგენლები არიან. უკრაინელებო, თქვენ აქ შესანიშნავი მომლაპარაკებელი გუნდი გყავთ. ჩვენ ერთად ბევრი დრო გავატარეთ. ვფიქრობ, ერთ რამეზე შევთანხმდით. ასე რომ, ორივე მხარეს თუ სურს ამ საკითხის მოგვარება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე ეს გუშინ პრეზიდენტს ვუთხარი“, – განაცხადა უიტკოფმა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტზეც. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი აქტიურად მუშაობს სამშვიდობო შეთანხმების საკითხებზე.

„ის ყოველთვის ხელმისაწვდომია და მზადაა. როდესაც მიმართულების მისაღებად მასთან დაკავშირება გვჭირდება, ჩვენ მას ვუკავშირდებით. ასე რომ, დღეს საღამოს მოსკოვში მივემგზავრებით, არ ვჩერდებით, შემდეგ პირდაპირ აბუ დაბიში მივემგზავრებით. ეს მნიშვნელოვანი გაჩერებაა, რადგან სამუშაო ჯგუფები აბუ დაბიში იმუშავებენ“, – აღნიშნა უიტკოფმა.