როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
ევროპარლამენტმა ევროკომისიის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა არ დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპის პატრიოტების“ ჯგუფის მიერ წარდგენილ წინადადებას 165 მომხრე და 390 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ათმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრას კომისარ მაროშ შეფჩოვიჩთან პლენარული დებატები უძღოდა წინ.
ევროკომისიის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა „ევროპის პატრიოტების“ პოლიტიკურმა ჯგუფმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ევროკავშირსა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმება წევრმა სახელმწიფოებმა 9 იანვარს დაამტკიცეს და 17 იანვარს პარაგვაიში ხელი მოაწერეს.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ევროკომისიის მიმართ უნდობლობის გამოცხადების წინადადება პარლამენტის პრეზიდენტს შეიძლება წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის ერთმა მეათედმა – 72-მა ევროპარლამენტარმა. ხმის მიცემა სახელობითი კენჭისყრით ტარდება და გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმების ორი მესამედი, რომელიც კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობას წარმოადგენს.