როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები
1791490220
თურქეთის ქალაქ სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მალტეპეს რაიონში მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოთხი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეხანძრე-მაშველებმა კი ნანგრევებიდან 14 ადამიანი ამოიყვანეს.
მომხდარს გამოეხმაურა სტამბოლის გუბერნატორიც. მისი თქმით, განსაკუთრებული ზიანი მიადგა შენობის პირველ, მეორე და მესამე სართულებს, სადაც მაღაზია და საცხოვრებელი სახლები იყო.
ოფიციალური პირის თქმით, მისამართებზე სულ 14 პირი იყო რეგისტრირებული.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ნგრევა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობას დასაშვებზე მეტი სართული ჰქონდა.