პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1773674211
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს, თუმცა არ გაუქმდება.
„სრულიად შესაძლებელია, ის გადაიდოს. პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, მთავარი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ წარმატების გაგრძელება, რომელზეც ის 24 საათის განმავლობაში მუშაობს“, – განაცხადა ლევიტმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი 31 მარტიდან 2 აპრილამდეა დაგეგმილი.