POLITICO: დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კოკაინის მოხმარებას აღიარებს

ალექს ვანოფსლაგი

„ლიბერალური ალიანსის“ ლიდერმა, ალექს ვანოფსლაგმა აღიარა, რომ პარტიის ლიდერობის პერიოდში კოკაინს მოიხმარდა. მან ეს განცხადება დანიური მედიის მხრიდან ზეწოლის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„დიახ, პარტიის ლიდერობის ადრეულ პერიოდში კოკაინი გამომიცდია. ეს მაქსიმუმ ერთხელ ან ორჯერ მოხდა სადღესასწაულო გარემოში და, რა თქმა უნდა, არასდროს სამუშაო საათებში“, - დაწერა ვანოფსლაგმა, რომლის მემარჯვენე პარტიაც 24 მარტის არჩევნების წინ, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად მესამე ადგილზეა.

34 წლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც მეტე ფრედერიკსენს უპირისპირდება, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა კითხვაზე პასუხის გაცემაზე თავდაპირველი უარის გამო - კითხვაზე, რომელიც ახლა დანიის ყველა პარტიის ლიდერს ესმება, სანამ მომავალ კვირას მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე მივლენ.

ვანოფსლაგმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, ავადმყოფობის პერიოდის კვალდაკვალ, მან ცხოვრების წესი შეცვალა.