1773690293
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა გააკეთა, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას
ყულევის პორტთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ამის მიღმა თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, ან ვინმე დამატებით საინფორმაციო წყაროს იცნობს, მაშინ, საჯაროობის ინტერესიდან გამომდინარე, ყველამ ეს სიახლე უნდა მიაწოდოს როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საზოგადოებას.
„ვისაც ასეთი მტკიცებულება არ აქვს, მაშინ მათ უნდა თქვან, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტელეკომპანია „იმედს“ და სხვა მედიასაშუალებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ სასანქციო პაკეტიდან ყულევი ამოღებულია, ისევ ირწმუნება, რომ სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებები არსებობს, თუმცა არ აქვეყნებს. მივმართეთ კითხვით საელჩოს, ველოდებით პასუხს.












