საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამზე, რომელი სასტუმრო Washington Hilton-ში იმართებოდა, კაცმა ცეცხლი გახსნა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები, რომელთა ევაკუაციაც განხორციელდა.
საიდუმლო სამსახურმა და აშშ-ის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც ასზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა. ზოგიერთი დამსწრე იტყობინებოდა, რომ 5-8 გასროლის ხმა გაიგონეს. თავად თავდამსხმელი დარბაზში არ შეჭრილა, ინციდენტი სასტუმროს ერთ-ერთ სხვა შენობაში მოხდა.
თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მისი ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით თავად ტრამპმა გამოაქვეყნა.