მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
სპორტის საკითხებში ევროკომისარი, გლენ მიკალეფი არ დაესწრება პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს საკუთარი ეროვნული დროშების აღმართვის უფლებას აძლევს.
სოციალურ ქსელ X-ზე მან რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის საკუთარი დროშების გამოფენის უფლების მიცემას „მიუღებელი“ უწოდა.
„მე მხარს ვუჭერ პარალიმპიელებს და ყველაფერ იმას, რასაც ისინი წარმოადგენენ. თუმცა, ჯერ რუსეთისა და ბელარუსის დაბრუნების დაშვება, ახლა კი მათთვის სპეციალური ნებართვის მინიჭება და მონაწილეობის დაჩქარება კვალიფიკაციის გარეშე? ეს მიუღებელია.
სანამ გრძელდება რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მე არ შემიძლია მხარი დავუჭირო იმ ეროვნული სიმბოლოების, დროშების, ჰიმნებისა და ფორმების აღდგენას, რომლებიც განუყოფელია ამ კონფლიქტისგან.
ამ მიზეზით, მე არ დავესწრები პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას“, - აღნიშნა ევროკომისარმა.