სომხეთში ტავუშელი მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს

სომხეთი

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.

მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

„სამართალდამცავმა ორგანოებმა კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების მასშტაბური და ბოროტი გეგმა აღკვეთეს, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“, - წერს ფაშინიანი.