მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ჩვენ ვიმყოფებით ფართომასშტაბიანი ომის შუაგულში. ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელმაც აგრესიის საპასუხოდ დარტყმები მიიტანა ისრაელზე და ამერიკის ბაზებზე რეგიონში, მზად არის და მტრებს სამაგიეროს გადაუხდის თავისი ლიდერის სისხლისთვის“, – სომხური მედიის ცნობით, განაცხადა აბას არაღჩიმ.
თავის მხრივ, არარატ მირზოიანმა მწუხარება გამოთქვა ირანის სულიერი ლიდერისა და ირანის მოქალაქეების დაღუპვის გამო.
მან ასევე გამოთქვა მზაობა, ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ირანს. არარატ მირზოიანი იმედოვნებს, რომ არსებული ვითარება დიპლომატიური გზით დარეგულირდება.