სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი ქვეყნის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავა

 ანტიკორუფციულმა კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი – სედრაკ ქოჩარიანი, ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს.

სომხური მედიის ცნობით, დაკავებამდე, ქვეყნის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

რობერტ ქოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელის, ბაგრატ მიქოიანის განცხადებით, სომხეთის მეორე პრეზიდენტი დღეს დილით ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები რობერტ ქოჩარიანის ვაჟების – ლევონ და სედრაკ ქოჩარიანების საცხოვრებელ ბინებში შევიდნენ.

ამ ეტაპზე სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტს ბრალდებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.