4 ნივთი, რაც უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე, რომ იღბლიანი წელი გქონდეთ
1795033323
„ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა“, - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა,“- წერს რუბენ რუბინიანი.
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.