1791704058
სოჭში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა
სოჭში უპილოტო საფრენი აპარატის (БПЛА) ნამსხვრევები აეროპორტის ტერიტორიაზე, სასტუმროებისა და კერძო საცხოვრებელ სექტორში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაც ოპერატიულად მოხერხდა. კერძო პირის ერთ სახლს სახურავი დაუზიანდა, მეორე სახლში კი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მალევე ჩააქრეს. შემთხვევის ადგილებზე ოპერატიული და სპეციალური სამსახურები მუშაობენ.












