სოჭში მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

სოჭში მიწისძვრა მოხდა. გავრცელებულ ცნობით მიწისძვრის სიმძლავრე  4 ბალით განისაზღვრა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი პროგუნინმა, საკუთარ Telegram-არხზე დაწერა.

„მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვის აკვატორიაში, სოჭის სანაპიროდან დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ლაზარევსკის რაიონში ბიძგების ძალამ 4 ბალი შეადგინა“, — აღნიშნა მან. მერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაშავებულები და ინფრასტრუქტურის დაზიანება არ დაფიქსირებულა.