7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
გერმანიაში შაბათს გამართული სტუდენტური საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები დაშავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.
ფრანკფურტის პოლიციის ცნობით, ქალაქში გამართულ აქციაზე დაპირისპირების შედეგად სულ მცირე ერთი პოლიციელი დაშავდა.
უწყების განმარტებით, მომიტინგეები ოფიცრებს განზრახ ესროდნენ ქვებსა და პიროტექნიკას, რის გამოც შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება გახდა საჭირო.
ბრემენში პოლიციამ განაცხადა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი მსვლელობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცალკეულმა მომიტინგეებმა „პიროტექნიკა გამოიყენეს და პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს“.
საპროტესტო დემონსტრაციები გერმანიის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის ბერლინსა და მიუნხენშიც გაიმართა.