სკოტ ბესენტი ირანულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობაზე - გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის რისკის ქვეშ ხართ

სკოტ ბესენტი

აშშ-მა ირანის საავიაციო სექტორისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს.

სანქციები შეეხო 36 ორგანიზაციას, რომლებიც ირანის საავიაციო სექტორს ეხმარებიან. ვაშინგტონის განცხადებით, თეირანი ამ სექტორს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.

შეზღუდვები ასევე ვრცელდება ფარულ კომპანიებზე, უცხოელ შუამავლებსა და მესამე ქვეყნებში მოქმედ ფირმებზე, რომლებიც ირანულ ავიაკომპანია Mahan Air-ს საქმიანობაში ეხმარებიან.

„ეს გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ირანულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობს — თქვენ გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის რისკის ქვეშ ხართ“, — განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.

Mahan Air-ის გარდა, სანქციები კიდევ 27 ირანულ ავიაკომპანიას შეეხო.