უბედური შემთხვევა თბილისში - 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა
1747627894
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სკოტ ბესენტის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალიან არაეფექტიანი იყო.
„შემიძლია გითხრათ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში სანქციები ძალიან არაეფექტიანი იყო, რადგან ისინი სანქციებს დაბალ ნიშნულს ინარჩუნებდნენ - ეშინოდათ ნავთობზე ფასების ზრდის“, - განმარტა ბესენტმა.
მისივე განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინასა და რუსეთს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებას დააკვირდება და დიპლომატიის წარუმატებლობის შემთხვევაში მოსკოვზე სანქციების გამკაცრებას განიხილავს.