სკოტ ბესენტი: არსებობს შანსი, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გარიგება დღეს ან ხვალ დაიდოს

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებით, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმება ირანთან დღეს ან ხვალ გაფორმდება.

როგორც ბესენტმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ კვირას ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარებით დაიმუქრა, რის შედეგადაც თეირანმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები დაიწყო.

„ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას დაიმუქრა, რომ ირანელების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო კამპანიას წამოიწყებდა, შედეგად ვხედავთ, რომ ირანელებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. ვფიქრობ, არსებობს შანსი, რომ [ჰორმუზის] სრუტის გახსნის შესახებ გარიგება დღეს ან ხვალ დაიდოს“, - განაცხადა ბესენტმა.